
ლიგა 1-ის 21-ე ტურში “ლიონმა” “რენი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სრულად ითამაშა და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გოლის გატანაც მოახერხა.
ქართველმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა:
“როცა ბურთი რაიანს მარჯვენა ფლანგზე ჰქონდა, ვიცოდი, სად მომცემდა პასს, რადგან თამაშამდე ვარჯიშზე ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. უკანა ძელთან გავიქეცი და ბურთს ფეხი დავუხვედრე რომ გამეტანა. მისი გოლის მომენტში კი, ბურთი გავატარე, რადგან დავინახე, რომ უკან მომყვებოდა.
ოთხი გოლი კარგია, სრულყოფილი თამაში ჩავატარეთ. გოლი არ გავუშვით, ოთხჯერ გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც კარგია. პროგრესისთვის ქულების მოპოვება გვჭირდებოდა. ახლა კი, ევროზონაში ვართ და ასე გასაგრძელებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩვენ ასევე თავსაც ერთად ვიცავთ. კოლექტიურად უფრო და უფრო კარგები ვხდებით. მწვრთნელს ძალიან კარგად ვეწყობით და ისიც ასეა. მას თამაშის თავისებური სტილი აქვს და მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ასე გვეთამაშა”, – თვქა მიქაუტაძემ.