
ლიგა 1-ის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ “პსჟ”-ს მაისურით თავისი სადებიუტო გოლი “მონაკოს” კარში გაიტანა.
კვარამ პარიზელთა რიგებში უკვე 4 მატჩი ჩაატრა ( 3 ლიგა 1-ში, 1 თასზე).
“Europop”-მა ამ გოლთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტები შემოგვთავაზა:
1) რამდენიმე დღის წინათ, ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ორ სხვადასხვა ტოპლიგაში ითამაშა (სერია A, ლიგა 1). დღეს ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც TOP 5 ლიგებიდან ორში გაიტანა.
2) ეს კვარაცხელიას 29-ე გოლია ტოპლიგებში. ის კვლავ მესამე ადგილზე რჩება ლეგიონერებში, თუმცა ლიდერებს – ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი (32-32 გოლი) მიუახლოვდა.
3) კვარაცხელიამ გოლი 101-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. ბოლოს მან მილანის კარში გაიტანა 2024 წლის 29 ოქტომბერს.
4) ეს ამ სეზონში ქართველი ლეგიონერების მე-17 გოლია ევროპის ტოპლიგებში. ეს გახდა მე-3 შედეგი ისტორიაში. რეკორდულია შარშანდელი მაჩვენებელი – 24 გოლი (მიქაუტაძე – 13, კვარაცხელია – 11). მეორე შედეგია 22 გოლი 2000/01 წლების სეზონში (კობიაშვილი – 7, ა. არველაძე – 7, იაშვილი – 4, კალაძე – 3, ქინქლაძე – 1).
5) 2025 წელს ლიგა 1-ში 3 ქართული გოლი გავიდა, თითო პსჟ-ს, ლილისა და მონაკოს კარში. ორი გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილია.
6) კვარაცხელიამ ამ სეზონში TOP 5 ლიგებში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. მას მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი უსწრებს – 7. მესამეზე გიორგი მიქაუტაძეა – 4.”
წყარო: footballnews.ge