„მონაკოს“ მწვრთნელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა – რას ამბობს სპეციალისტი ქართველი ვარსკვლავის შესახებ? ⚽🇬🇪 – bbcnews.ge
სპორტი

„მონაკოს“ მწვრთნელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა – რას ამბობს სპეციალისტი ქართველი ვარსკვლავის შესახებ? ⚽🇬🇪

საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე მონაკოს დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი წაგებული გუნდის მწვრთნელმა ადი ჰუტერმა გააკეთა და ერთ-ერთი გოლის ავტორზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“როცა აგებ, თან ასეთი ანგარიშით, ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. სანამ ამდენ გოლს გავუშვებდით, მომენტები ჩვენ გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუ რა ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბურთზე კონტროლი მთლიანად დავკარგეთ და ბევრ შეცდომას ვუშვებდით.

პსჟ-ს შეტევაში ფანტასტიური ფეხბურთელები ჰყავს. კვარაცხელიას გოლმა ყველაფერი დაასრულა, რადგან მალევე მის გოლს მესამე ბურთიც მოჰყვა და ბრძოლის მიუხედავად, ბოლო წუთზე მეოთხე გოლიც მივიღეთ”, – განაცხადა მონაკოს მწვრთნელმა.

Back to top button