
ცნობილი გახდება, რომ 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერიის თანამშრომელი გიორგი ქურდოვანიძეა, რომელიც სამართალდამცველებმა გამთენიისას დააპატიმრეს და ამ ეტაპისთვის კახეთის სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი.
შემთხვევა 7 თებერვალს, სოფელ ანთოკის შესასვლელთან, ე.წ. ქუჩური გარჩევის შედეგად მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცმა გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სავარაუდოა, რომ გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. საგარეჯოს მაცხოვრებლები მკვლელობის შესაძლო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.
„დაბლა მოხდა. ტრასიდან რომ შემოუხვევ. დაუსახლებელი ადგილია. საქეიფო ადგილი არ არის. ნაგავსაყრელები არიან. გასროლის ხმა არ გაგვიგია. ალბათ, სპეციალურად აიყვანეს. იქვე არის საქეიფო ადგილი. შეიძლება ნასვამები იყვნენ”, – თქვა ადგილობრივმა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ქურდოვანიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ქონების მართვის განყოფილების უფროსია. დაკავებული და მოკლული, 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილი ბავშვობის მეგობრები იყვნენ.