
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Southern Cross Combat-თან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვზე, ილია თოფურიაზე და თავის გეგმებზე ისაუბრა.
რა თქვა დვალიშვილმა:
„ჩხუბის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვმა თავის მარცხს ათასი გამართლება მოუძებნა – ეს ყველაზე მარტივი გზაა. ვფიქრობ, მას უფრო მეტი მოკრძალება მართებს, ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ასეთ რჩევას მივცემდი – დაშვებულ შეცდომებზე უნდა ისწავლოს და ამით უფრო ძლიერი გახდება.