
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ, TMW Radio-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ფედელემ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ფიფას მე-17 მუხლის გამოყენება შეეძლო, რაც კლუბს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანდა.
„აქ კვარას მოღალატედ თვლიან, მაგრამ ყველამ არ იცის რა სიკეთე გაუკეთა მან კლუბს. ევროპის ფედერალური სასამართლოს დახმარებით, მას შეეძლო ფიფას მე-17 მუხლი გამოეყენებინა. ასეთ შემთხვევაში მას ნახევარ ფასში გაყიდდნენ (უფრო ნაკლებშიც, დაახლოებით 10 მილიონად). ამ დროს კლუბმა წელი 51 მილიონიანი ზარალით დახურა. ნაპოლის ხაზინაში ლიკვიდური რეზერვები აღარ აქვს და არც ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ფინანსურ სარგებელს მოუტანენ. ხვიჩამ ამ ხერხს არ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო.
ასევე ერთი კითხვა მაქვს: არის თუ არა ოკაფორი უკეთესი მოთამაშე, ვიდრე რასპადორი? რატომ იყიდა ის კლუბმა?“
– ამბობს ფედელე.