„პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ“ – მაია დობორჯგინიძის გულწრფელი აღიარება! – bbcnews.ge
ისტორიები

„პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ“ – მაია დობორჯგინიძის გულწრფელი აღიარება!

„დათო“ და „მარიკა“ – ამ ეკრანული სახელებით სერიალიდან „შუა ქალაქში“ გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს ბევრი იცნობს. სერიალში ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში კი ცოლ-ქმარი არიან.

მაია დობორჯგინიძე

ცო­ტამ თუ იცის, რომ მაია არა­ერ­თი წე­ლია მუ­შა­ობს, რო­გორც რე­ჟი­სო­რი. ამ პრო­ფე­სი­ა­ში მისი დე­ბი­უ­ტი 2010 წელს შედ­გა, როცა “თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში” სპექ­ტაკ­ლი “თაფ­ლო­ბის თვე” წარ­მო­ად­გი­ნა. 

“თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ბა­ტონ შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას­თან ვსწავ­ლობ­დი, ჩვე­ნი პე­და­გო­გი იყო და მისი რჩე­ვით, მას­თან ასის­ტენ­ტად დავ­რჩი, დიდი ხანი ვე­დე­ქი გვერ­დით. მერე ას­პი­რან­ტუ­რა­ში (მა­შინ ასე ერ­ქვა) ჩა­ვა­ბა­რე, და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ რა­ღაც მოხ­და, ის პე­რი­ო­დი არ ჩაგ­ვეთ­ვა­ლა, სტა­ტუ­სი იყო სა­ჭი­რო, პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა და გა­ვაგ­რძე­ლე… მოკ­ლედ, რე­ჟი­სო­რო­ბის­კენ ბა­ტონ­მა შალ­ვამ მი­ბიძ­გა.

მას­თან გვერ­დით ყოფ­ნით, მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ასე­ვე ისიც, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არ გა­მო­დის. თან, რე­ჟი­სუ­რა უფრო მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. მოკ­ლედ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვე­ბი და ჩა­ვე­ფა­ლი კი­დეც – ერთ სპექ­ტაკლს მე­ო­რე მოჰ­ყვა, მე­სა­მე და მივ­ხვდი, რომ ეს საქ­მე მომ­წონს” – ამბობდა მაია.

მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე

მსახიობების ურთიერთობა 1999 წელს დაიწყო. იმ პერიოდში მაია დობორჯგინიძე სამსახიობოს ამთავრებდა, როდესაც გოგა ახალი სასწავლო კურსის შესწავლას შეუდგა.

მოგვიანებით მომავალმა მსახიობებმა ორ სპექტაკლში ერთად ითამაშეს და აქედან დაიწყო მათი დაახლოება. გოგა იხსენებს, რომ ერთმანეთს შემთხვევით დაუახლოვდნენ, მოეწონათ ერთად ყოფნა და ზრუნვა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.

“კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ”, – ამბობდა მაია დობორჯგინიძე.

 გოგამ და მაიამ პოპულარობა განსაკუთრებით სერიალით „შუა ქალაქში“ მოიპოვეს. ტელეეკრანზე გამოჩენის შემდეგ წყვილის მიმართ უამრავი ადამიანი დადებითად განეწყო და დღემდე არავის ავიწყდება. 

marao.ge

Back to top button