გაუსაძლისია ნამდვილად… – მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს – bbcnews.ge
Faceამბები

გაუსაძლისია ნამდვილად… – მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომიაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლნებს ეხმაურება.

როგორც იზა ომიაძე წერს, გაუსაძლისია ის, რაც დღეს ქვეყანაში რჩება.

“გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილადო”, გაუსაძლისია ნამდვილად, გულის გახეთქვამდე გაუსაძლისი რაც დღეს ხდება, გვიკლავენ, გვიჭერენ, მომავალს ართმევენ ჩვენს შვილებს და კიდეც დაგვცინიან, მაგრამ ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს და გადმოგვხედავს უსათუოდ!!!
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ უძვირფასეს მიწის ნაგლეჯს, საფლავს ვერ ვტოვებ😭😭😭
გრცხვენოდეთ მოღლიცინეებო, თქვენზე ცალკე ვლოცულობ🙏🙏🙏”- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

Back to top button