მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. იგი 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„დიახ, გავშორდი უკვე, დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი არ არის, მაგრამ მთავარია მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს.
მომავალში შვილის ყოლას რა თქმა უნდა ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა“,– წერდა ნინი ქარსელაძე.
მომღერალმა ახლახან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა:
„რა ულამაზესია ეს გოგო“.
„ძალიან გიხდება შავი“.
„მიყვარხარ“, – წერენ სოციალურ ქსელში.