გარდაიცვალა „რეკორდის“ ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი – კობა ღვინიაშვილი – bbcnews.ge
საზოგადოება

გარდაიცვალა „რეკორდის“ ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი – კობა ღვინიაშვილი

ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ცხა­დია, არ და­გა­ვი­წყდე­ბო­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტან­დე­მის: დიდი შე­მოქ­მე­დე­ბის: რე­ჟი­სორ გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას, ოპე­რა­ტორ ირაკლი ონოფ­რიშ­ვი­ლის და კომ­პო­ზი­ტორ – გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი “რე­კორ­დი“ და მისი ახალ­გაზ­რდა “რე­კორდსმე­ნი“, შო­უ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჯო­ტია, ვის როლ­საც ფილმში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი კობა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

“შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“ – ეს ახალ­გაზ­რდა ჯო­ტი­ას და­უ­ვი­წყა­რი ფრა­ზაა, სხვაგ­ვა­რად მისი ნა­ტყორ­ცნი ქვა მდი­ნა­რეს ვერ გა­და­უფ­რენ­და და რე­კორ­დსაც ვერ და­ამ­ყა­რებ­და.

ბა­ტო­ნი კო­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი წუ­ხელ შე­ვი­ტყვე “ფე­ის­ბუ­ქი­დან” და ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული...

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში “სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში“ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ერთხანს ჩვე­ნი მძღო­ლიც იყო – კვი­რა­ში ერთხელ, დი­ლა­ად­რი­ან, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი პირ­და­პი­რი რა­დი­ო­ე­თე­რი გვქონ­და მე და ჩემს ორ კო­ლე­გას და ბა­ტო­ნი კობა შინ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე, სამ­სა­ხურ­ში წა­საყ­ვა­ნად. ვი­ცო­დი, ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს რომ ცხოვ­რობ­და, მა­ნამ­დე ქუ­ჩა­შიც მხვდე­ბო­და ხოლ­მე. ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა მო­სალ­მე­ბა კი გუ­ლი­ა­ნი იცო­და.

სწო­რედ იმ პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბი­სას, შინ რომ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე მან­ქა­ნით, მი­თხრა, მეც აქვე ვცხოვ­რობ, მე­ზობ­ლად, მე­ექ­ვსე კვარ­ტალ­შიო. მა­ნამ­დეც ხში­რად ვხე­დავ­დი ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­ლამ­სა და მო­კი­თხვას ვჯერ­დე­ბო­დით, მერე კი უფრო დავ­მე­გობ­რდით. თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. კითხვის გაგრძელება

Back to top button