ვინ არის გია სურამელაშვილის შვილი და როგორია მისი ცხოვრება დღეს? საინტერესო ფაქტები ცნობილი მომღერლის ოჯახიდან – bbcnews.ge
საზოგადოებაშოუბიზნესი

ვინ არის გია სურამელაშვილის შვილი და როგორია მისი ცხოვრება დღეს? საინტერესო ფაქტები ცნობილი მომღერლის ოჯახიდან

გია სურამელაშვილის ცხოვრება, ოჯახი და შვილი – უცნობი დეტალები

ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე, გია სურამელაშვილი, მალე 56 წლის ხდება. მიუხედავად მრავალი ცვლილებისა, მისი პოპულარობა სამი ათწლეულის განმავლობაში უცვლელი დარჩა. 90-იან წლებში, როცა საქართველო რთულ პერიოდს გადიოდა, გიას კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო – მისით განსაკუთრებით ქალბატონები ინტერესდებოდნენ, ავტოგრაფებს სთხოვდნენ და მასთან მიახლოებისთვის ყველანაირ ხერხს იყენებდნენ.

მისი პოპულარობის პიკი სამოქალაქო ომის მძიმე წლებს დაემთხვა. მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში სროლები მიმდინარეობდა, სურამელაშვილი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს ავსებდა.

გია სურამელაშვილის პირადი ცხოვრება – ვინ იყო მისი მეუღლე?

სასცენო წარმატების ფონზე, მომღერალმა პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დაქორწინდა მაია კვესელავაზე. თუმცა, მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ ერთი ვაჟი – ნუგო სურამელაშვილი ჰყავთ, რომლის აღზრდაც საბოლოოდ გიას და მის ოჯახს დაეკისრა.

ნუგო სურამელაშვილი – როგორი მამა იყო გია?

მომღერლის შვილი იხსენებს, რომ მამასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა:
“ყურადღებიანი იყო, ხშირად მჩუქნიდა საჩუქრებს. როგორც ყველა მამა, ისიც მკაცრი იყო. თუ გაბრაზდებოდა, მაქსიმუმ ორი დღით ფული არ მოეცა – სულ ეს იყო. სიმღერის ნიჭი არ მქონია, არასდროს მიცდია სცენაზე დადგომა.”

გიაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შვილისთვის ყველაფერს აკეთებდა:
“კარგი მამა ვიყავი – სასწაული. მის გამო კონცერტებიც კი გამიუქმებია, სცენიდან გამოვრბოდი, რომ დამეძინებინა. მკაცრიც ვიყავი, რადგან თამამი ბავშვი იყო, გვიან ბრუნდებოდა, განებივრებული გვყავდა ოჯახში.”

ნუგო სურამელაშვილის ცხოვრება შვედეთში

ნუგო სურამელაშვილი მეუღლესთან, სოფოსთან და შვილთან, ლიკასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია, შვედეთში ცხოვრობს და მცირე ბიზნესითაა დაკავებული. როგორც თავად აღნიშნავს, სამომავლოდ საქართველოში საკუთარი ბიზნესის წამოწყებასაც გეგმავს.

საზოგადოებისთვის ნუგო დიდად ცნობილი არ არის, რადგან საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება.
“გიასთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს მქონია. ის ერთ სფეროშია, მე – მეორეში. სალაპარაკო თემა არ გვქონდა და ხშირად ვერ ვთანხმდებოდით. საბოლოოდ, დავახლოვდით, თუმცა არც მე ვეკითხები მის პირად ცხოვრებაზე და არც ის – ჩემსაზე.”

Back to top button