„44-ის გავხდი...ეს ჩემმა ბიძაშვილმა დამიწერა და ვიტირე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი იუბილარია - bbcnews.ge

„44-ის გავხდი…ეს ჩემმა ბიძაშვილმა დამიწერა და ვიტირე“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი იუბილარია

04.02.2025

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი იუბილარია. იგი 44 წლის გახდა.

იუბილარი ბიძაშვილის ემოციურ მისალოც წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

„44-ის გავხდი ეს ჩემმა ბიძაშვილმა დამიწერა და ვიტირე.

„მოლოცვის წერილს როცა გიწერდი, ვფიქრობდი, როგორი ხასიათი გაქვს. ყოველთვის დარდობ თუ კარებს აღებ, ნეტავი სხვისთვის ახლა რა მიმაქვს? ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა, ბანალურ სიტყვებს რომ ავცდენოდი. ფიქრი საკმაოდ შორს გამეწელა, მაგრამ სხვაგვარად არც კი ველოდი.

ხო და იცი რა? რაც მე მინახავს, რაც გამიგია შორით თუ ახლოს, მინდა ყველაზე მეტად მოშურნემ ყოველ დღე შენი ღიმილი ნახოს. მტკიცე ხასიათს გილამაზებდეს, ნიჭი, რომელიც დრომ ვერ გაცვითა. არ შეგეშინდეს! ისევ დათბება, მერე რა; თუკი ცოტა აცივდა?!“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

რეკლამა
რეკლამის ადგილი