“კაცმა, რომელიც შემიყვარდა, ძალიან მაწყენინა, მიღალატა და სხვა ქალთან წავიდა…” – ბერტა ხაფავას კარიერა და პირადი ცხოვრება – bbcnews.ge
ისტორიები

“კაცმა, რომელიც შემიყვარდა, ძალიან მაწყენინა, მიღალატა და სხვა ქალთან წავიდა…” – ბერტა ხაფავას კარიერა და პირადი ცხოვრება

ქართველი მსახიობი ბერტა ხაფავა 1941 წლის 15 მაისს დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

კარიერა

1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა.

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის „წითელქუდა“), ქეთინო (ალ. თაბორიძის „დაკარგული დრო“), ბარბარე (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ილია (ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“), თხა (გ. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), კოწია (ა. ჭილაშვილის „აცა-ბაცა“), ტურა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის „განთიადი კი აქ წყნარი იცის“), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“) და სხვა. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996), „სიყვარული და კარტოფილი“ (2003), „დარჩი ჩემთან“ (2011), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და სხვა.

პირადი ცხოვრება

“არა­სო­დეს მომ­წონ­და ჩემი გა­რეგ­ნო­ბა, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი, გამ­ხდა­რი, არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, აბა­შა­ში ვი­ყა­ვი და ერთი ხუ­ჭუ­ჭთ­მი­ა­ნი, ლა­მა­ზი ბიჭი მომ­წონ­და. კი­ნო­ში ვი­ყა­ვით და სახ­ლში რომ გა­მო­მა­ცი­ლა, ვიდ­რე კი­ბე­ზე ავი­დო­დი, მა­კო­ცა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, რო­გორ მა­კად­რა-მეთ­ქი. ეს ბიჭი არ ყო­ფი­ლა ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. პირ­ვე­ლად 18 წლის ასაკ­ში შე­მიყ­ვარ­და. ის კაცი ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი იყო. ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი იყო… ეს იყო თე­მურ ჩხე­ი­ძის მამა, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ ჩხე­ი­ძე. სა­დაც წა­ვი­დო­და, დავ­დევ­დი. არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და, იცო­და, რომ მომ­წონ­და, მაგ­რამ არ იმ­ჩნევ­და.

ერთხელ მა­ინც შე­იმ­ჩნია… დიდ­ხანს გაგ­რძელ­და ეს სიყ­ვა­რუ­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ცალ­მხრი­ვად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მერე ნელ-ნელა გა­და­მი­ა­რა. ნამ­დვი­ლი ტან­ჯვა იყო. სი­ა­მოვ­ნებ­და ამ კაცს, რომ მე ვწვა­ლობ­დი. ცოლი არ ჰყავ­და მა­შინ და წლე­ბის შემ­დეგ რომ და­ო­ჯახ­და, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, ღა­მე­ე­ბი ვტი­რო­დი. ნო­დარ ჩხე­ი­ძე არ უნდა შემყვა­რე­ბო­და…

სულ მინ­დო­და, რომ შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა. არ გაჩ­ნდა… ვიმ­კურ­ნა­ლე კი­დეც, ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. შემ­დეგ ჩემი და გა­თხოვ­და, შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, მხო­ლოდ მის მუ­ცელ­ში იჯდა, მაგ­რამ ჩემი გაზ­რდი­ლია. ოჯა­ხის გა­რე­შე რომ გა­მე­ჩი­ნა შვი­ლი, ნამ­დვი­ლად არ შემ­რცხვე­ბო­და, მინ­დო­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და…

ბოლო სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ზე რვა წლით უმ­ცრო­სი იყო. კარ­გა ხა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დროს უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. გული ჩამ­წყვი­ტა, ჩემი ცხოვ­რე­ბა წა­ი­ღო და წა­ვი­და.

კაცმა, რომელიც შემდეგ შემიყვარდა, ძალიან მაწყენინა, მიღალატა და სხვა ქალთან წავიდა… ამის გამო დავწყევლე დედაჩემის დასაფლავებაზე, მის კუბოსთან. მალევე დაიღუპა” – იხსენებდა მსახიობი.

წყარო: marao.ge

Back to top button