ახალი სიყვარული, შეცვლილი იმიჯი და ქველმოქმედება – სანდრა რულოვსის ცხოვრების უცნობი და საინტერესო ამბები – bbcnews.ge
ისტორიები

ახალი სიყვარული, შეცვლილი იმიჯი და ქველმოქმედება – სანდრა რულოვსის ცხოვრების უცნობი და საინტერესო ამბები

სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წელს, ჰოლანდიაში დაიბადა. იგი პროფესიით იურისტია და თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე. სანდრა საქართველოს პირველი ლედის ტიტულს ყველაზე დიდხანს ატარებდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, სანდრა პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა მეუღლეს ყოველთვის მხარში ედგა. 

საქართველოში

მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობს თბილისში.

რულოვსსა და სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი, ედუარდი და ნიკოლოზი.

1999 წლიდან 2003 წლამდე რულოვსი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის მოწვეული ლექტორი და ჰოლანდიური რადიოს რადიოკორესპონდენტი. მშობლიური ჰოლანდიის გარდა , რულოვსი საუბრობს ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ქართულ ენაზე.

რულოვსმა საქართველოს მოქალაქეობა 2008 წლის იანვარში მიიღო და ჰოლანდია-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.

ქველმოქმედება

1998 წელს რულოვსმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი SOCO, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ ევროპის, ქართული კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებული პროგრამების განხორციელებას და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდაჭერას. SOCO აქტიურად ზრუნავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ბავშვთა კეთილდღეობაზე საქართველოში. 2007 წელს რულოვსმა დააარსა რადიო მუზა, პირველი ქართული რადიო, რომელიც ეძღვნება მხოლოდ კლასიკურ მუსიკას.

რულოვსმა საქართველოში ჩამოაყალიბა ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამები, ასევე პრენატალური სკრინინგი.

პირადი ცხოვრება

2023 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ სან­დრა რუ­ლოვსმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: “ორი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და მა­ნამ, სა­ნამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­მეძ­ლო მი­შას მო­ნა­ხუ­ლე­ბა. დღეს შედ­გა ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი. ვუ­სურ­ვებ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ”.

ცოტა ხნის წინ სანდრამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ მან იმიჯი სრულიად შეიცვალა. ფო­ტოს ათა­სამ­დე კო­მენ­ტა­რი აქვს.

ცნობილია, რომ სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და როგორც ამბობენ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ვინ არის ლე­დის რჩე­უ­ლი, ამა­ზე თბი­ლის­ში უკვე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, თა­ვად არ სურს ამ ეტაპ­ზე, რომ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­როს. გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი არ არის.

Back to top button