ჰანდე ერჩელისა და ქერემ ბურსინის “დადგმული” რომანი – რა იყო კულისებში? – bbcnews.ge
მსოფლიოშოუბიზნესი

ჰანდე ერჩელისა და ქერემ ბურსინის “დადგმული” რომანი – რა იყო კულისებში?

ჰანდე ერჩელისა და კერემ ბურსინის თაყვანისმცემლებს ყოველთვის ეჭვობდნენ, რომ მათი რომანი მორიგი პიარი იყო, რათა გაეზარდათ ინტერესი სერიალის მიმართ. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ მსახიობები პირად საკითხებზე თითქმის არ საუბრობდნენ.

სერიალი “Knock on My Door” 2020 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული მთელს მსოფლიოში. ერთ წელიწადში მისმა რეიტინგმა წარმოუდგენელ დონეს მიაღწია. 

სერიალის თაყვანისმცემლებმა დაიწყეს ვარაუდი, რომ რეალურ ცხოვრებაში მსახიობებს შორის გრძნობები არსებობდა.. მაგრამ ვარსკვლავები ჯიუტად უარყოფდნენ ყოველგვარ ვარაუდს

 აღმოჩნდა, რომ ჰანდემ და კერემმა ერთად გაატარეს შვებულება მალდივებზე პირველი და მეორე სეზონის გადაღებებს შორის – ეს უკვე აღარ ჰგავდა ძლიერ მეგობრობას. 

თუმცა, ზოგი ბევრად უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ურთიერთობა სხვა არაფერი იყო, თუ არა პიარი. და ასეთი ვარაუდები არ იყო უსაფუძვლო.  

რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს იმას, რასაც ვარსკვლავები აკეთებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მივიდნენ იმედგაცრუებულ დასკვნამდე: მათი ყველა ერთობლივი ფოტო დადგმულად გამოიყურება, ხოლო საჯაროდ ჰანდე ერჩელი და კერემ ბურსინი ძალიან თავშეკავებულად იქცეოდნენ. 

ჰანდე და კერემი დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მათ უბრალოდ არ სურდათ მათი პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება აუტსაიდერებთან.

თუმცა, სერიალის მეორე სეზონის გამოსვლამდე – 2021 წლის გაზაფხულზე – მსახიობებმა მაინც დაადასტურეს რომანი:

“ლამაზ ადგილას, ლამაზ ქალთან, ლამაზი ხედით…” – წერდა მაშინ ბურსინი.

marao.ge

Back to top button