ცნობილია ლილოს დასახლებაში მოკლული მამაკაცის ვინაობა – “სროლის შემდეგ თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა”

გუშინ ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. რესტორან “კახელებთან” მამაკაცი ავტომობილში ესროლეს. მოკლულია 47 წლის მამაკაცი თემურ ტოლიაშვილი, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა. მას 4 შვილი დარჩა.
არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა.
“ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმეა აქვს გახსნილი. 40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა”, – ამბობს ადგილობრივი. განაგრძეთ კითხვა