“ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“