„პირველი დიდი დარტყმა 21 წლის ასაკში მივიღე“ – ნანიკო ხაზარაძე გულახდილად რთულ პერიოდზე – bbcnews.ge
საზოგადოება

„პირველი დიდი დარტყმა 21 წლის ასაკში მივიღე“ – ნანიკო ხაზარაძე გულახდილად რთულ პერიოდზე

ნანიკო ხაზარაძემ ნანკა გვარის ინტერნეტ-გადაცემაში ისაუბრა:

“52 წლის ასაკში პირველად მომეცა საშუალება, ჩემი ბუდე მომეწყო. არასდროს ავად არ ვყოფილვარ, სიცხე ან ვირუსი არ მქონია, არ ვიცი ფიზიკური ცუდად ყოფნა რა არის. რაც შეეხება, მენტალურ ჯანმრთელობას, აქ დიდი პრობლემები მქონდა – პირველი დიდი დარტყმა 21 წლის ასაკში მქონდა, პანიკური შეტევები დამეწყო.

ყველას გონია, როცა წამალს სვამ სამყაროს მიმართ დამოკიდებულება გეცვლება. ასე არაა, ზუსტად ისე ფიქრობ, როგორც ადრე – უბრალოდ, ორგანიზმში გამოიყოფა ის ჰორმონები, რომელიც ხელს გიწყობს უფრო ბედნიერი იყო. როცა მდგომარეობა სტაბილურია, პრობლემებსაც მარტივად უმკლავდები.”

ნანიკო ხაზარაძემ გაიხსენა ის პერიოდიც, როცა შეყვარებული იყო 8 წლით უმცროს ადამიანზე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობდა. მას დაოჯახებაზე ფიქრი და ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდა, ამაში კი დედა დაეხმარა. როგორც თავად იხსენებს, დედა ხედავდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ერთ დღესაც წერილი დაახვედრა, სადაც წერდა, რომ დრო იყო, ეს გაკეთებინა, რადგან შემდეგ მარტო არ დარჩენილიყო. 

კითხვის გაგრძელება

Back to top button