26 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა და ცოცხლას ვერავინ მიუსწრო • პორტალი იხსნება, გააკეთეთ ეს 18 მარტს… • 9 000 თანამშრომლიდან რამდენს აქვს 1 000 ლარზე ნაკლები ხელფასი? • ვენერა ობოლაშვილის შვილის პირველი კომენტარი დედის ბრალდებაზე • ჩემი გატაცება უნდოდათ, სამი მანქანა ამეკიდა… საშინელი შიში მქონდა, ღამეები არ მეძინა… • ვინ არის „შავი ქვრივი“ და როგორ ამოიცნო ის ქართველმა ექსტრასენსმა? – ანზორ ოდიშარიას მორიგი ტრიუმფი • აპრილი, ივლისი, ნოემბერი – 2026 წლის კრიტიკული თვეები • 13 წლის გოგომ დედა თამაშში დაგეგმილი სცენარით მოკლა – აღძრულია სისხლის სამართლის საქმე •
“ახლა მე გეტყვით თუ ვინმემ არ იცის”- რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი
30.01.2025
პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “ლელოს” ლიდერების ამერიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:
“ამდენი ხანია ქართველი ხალხი აპროტესტებს, ვიბრძვით ყველა, ამდენი ხანია ისმის სიტყვა სანქციები ( თან პიროვნული სანქციები) რადგან დასავლეთი ქართველ ხალხს ქვეყანას უწევს ანგარიშს და წერტილოვნად ანუ კონკრეტული პიროვნებების სია -დასანქცირებულთა სია გამოქვეყნდა, ივანიშვილის ქსელში მყოფი პიროვნებებისა.
ეს სანქციები, ერთ-ერთი, ერთგვარი უმთავრესი საბრძოლო იარაღი იყო და არის ჩვენს ხელში ანუ ოპოზიციის, დასავლეთის მომხრეთა ხელში და ამ დროს მამუკა ხაზარაძე თურმე ამერიკაში ჩადის და ადვოკატირებს ზოგიერთს ამ დასანქცირებულთა სიიდან, როგორც თავად განაცხადა!!!!! მომყავს ციტატა მისი სატელევიზიო ინტერვიუდან:
“ამერიკაში მე და ბადრი ადვოკატირებას ვუწევდით, რომ გადარჩნენო” -ამ სიიდან ზოგიერთი რომ არ დასანქცირდესო
თურმე ნუ იტყვით და დასანქცირებულთა კომპანიებში მომუშავე ხალხი ეცოდება, საოცარია ….. ბანკებში ჩაძირული ( დიდ პროცენტად მევახშეურ პროცენტად ჩაძირული და ქუჩაში დარჩენილი საქართველო არ შეცოდებია და)
კი მაგრამ კითხვას ვსვამ : ამ სიიდან რომელია ის, ვისაც ლობირებდა, ადვოკატირებდა და ვისი “გადარჩენაც” სურდა, როგორც თავად ამბობს ხაზარაძე??? ნოშრევან ნამორაძე, ვისოლის -ფხაკაძე თუ პაპაშვილი თუ??? რომელი, ვინ არის ის “ზოგიერთი”? გილაური თუ ვინ, ვის ადვოკატირებდა ხაზარაძე, სიას ვუყურებ და მაინტერესებს, საინტერესოა და ლეგიტიმური კითხვაა და ვალდებულია პასუხი გასცეს კითხვას ხაზარაძემ !!!
დასანქცირებულთა კომპანიებში მომუშავე ხალხი 300, ან 500, ან 600 ადამიანი თუ ეცოდება, ( კი ბატონო), მაგრამ ამ დასანქცირებულთა სიაში მყოფ, კორუფციაში და ფულის გათეთრებაში შემჩნეულთა ივანიშვილის ქსელის გამო, საქართველოდან გადახვეწილი “საქართველო” არ ეცოდება? კორუფციისგან გაუბედურებული პენსიონერები მილიონნახევარი ადამიანი და აქ დარჩენილი გაოგნებული ხალხი არ ეცოდება? ახალგაზრდები და სწორედ კორუფციის გამო მშიერი, სოციალურად დაუცველი ბავშვები არ ეცოდება??
აბა მაშინ რატომ გაჰყვიროდა ანუ თაღლითობდა??? იმიტაციას ჰქმნიდა???
ახლა მე გეტყვით თუ ვინმემ არ იცის, რა ინტერესი აქვს მას და რატომ ადვოკატირებდა დასანქცირებულ სიაში “ზოგიერთს”( როგორც თავად თქვა)
ხომ არ არის თავად ამ “ერთ-ერთის” მეწილე???
ჰოდა, ცოტა ადრე ვთქვი მე ეს ყველაფერი, რომ ამ “თაღლით მევახშესთან” ბრძოლა უძირო ქვევრს დაემსგავსება, ფულთან ანუ როგორც კი ფულს ეხება საქმე “ესენი “ ერთმანეთთან აზელილები არიან და ეს იცის ივანიშვილმა და ხეირობს კიდეც ამით ქვეყანა იზოლაციაში ექცევა უფსკრულთან ვდგავართ და ამ დროს ბრძოლაში სუფთა და ახალი ენერგეტიკაა საჭირო და არა 30 წლიანი ნათაღლითარები.!!
ხაზარაძევ!!! “თქვენი გადახლართული წილები” კი არა, საქართველო უნდა გადარჩეს!!!”- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში