ეს ბიჭი ნამდვილი მხატვარია, ძველი ფეხბურთი გააცოცხლა… – ფრანგი ქომაგები კვარაცხელიაზე – bbcnews.ge
სპორტი

ეს ბიჭი ნამდვილი მხატვარია, ძველი ფეხბურთი გააცოცხლა… – ფრანგი ქომაგები კვარაცხელიაზე

წუხელ, ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში პსჟ-მ შინ “რეიმსი” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში პსჟ-ს დებიუტანტმა ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა.

პსჟ-ს ქომაგები ხვიჩას დებიუტს გამოეხმაურნენ:

სხვა პოზიციაზე ვიყიდეთ და თურმე ეს ვინ ყოფილა. ცრუ ცხრიანზეც გენიალურად ითამაშა.

ეს ბიჭი ნამდვილი მხატვარია, ძველი ფეხბურთი გააცოცხლა.

თითქოს რობერტო ბაჯოს რეინკარნაციას ვუყურებთ, ხვიჩა მაგარი ბიჭი ხარ.

კვარაცხელიამ პსჟ-ში ახალი სისხლი შემოიტანა, მჯერა ამ ბიჭის.

წყარო:

Back to top button