“არ სჯერათ, რომ სულიერი არსებაა, თოჯინა ჰგონიათ” – 2 წლის ბიჭი იშვიათი დაავადებით, რომელიც სათამაშოს ჰგავს – bbcnews.ge
ისტორიები

“არ სჯერათ, რომ სულიერი არსებაა, თოჯინა ჰგონიათ” – 2 წლის ბიჭი იშვიათი დაავადებით, რომელიც სათამაშოს ჰგავს

როდესაც პატარა მიშას ადამიანები ხედავენ, უჩვეულო გარეგნობის გამო ხშირად თოჯინას ამსგავსებენ. პატარა ბიჭის დედა, ანა ციზელსკაია ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა იმ რეაქციებს, რომელიც უცხოებს მისი შვილის პირველად დანახვის შემდეგ უჩნდებათ.

პატარა ბიჭის განსხვავებული გარეგნობა იშვიათმა თანდაყოლილმა დაავადებამ, არლეკინის იქთიოზმა გამოიწვია.

როგორც დედა ამბობს, მისი ორსულობა სრულიად ნორმალურად მიმდინარეობდა. არანაირი ნიშანი არ აღენიშნებოდა, რომ შვილი რაიმე პათოლოგიით დაიბადებოდა. თუმცა, ბიჭს დაბადებიდან თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა. მიშა პლასტმასის თოჯინას მიამსგავსეს, რადგანაც მოთეთრო-მოყვითალო, პლასტმასის მსგავსი, ბზარებიანი კანი, ამობურცული ქუთუთოები, ღია წითელი ღრძილები ჰქონდა. ექიმები თავდაპირველად დიაგნოზის დასმას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, შემდეგ არლეკინის იქთიოზი დაუდგინდა.

სპეციალისტები მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ბიჭის გადარჩენის ძალიან მცირე შანსი არსებობდა. ამავდროულად, ბავშვს დაუცველი იმუნური სისტემა ჰქონდა. ამ იშვიათი დაავადების გამო, რომლის დროსაც კანი განსაკუთრებით დაუცველია, პაციენტები სხეულის ტემპერატურასა და სითხის დაკარგვას ვერ არეგულირებენ და ხშირად დეჰიდრატაცია ვითარდება. გენეტიკური პათოლოგია სიმაღლეში ზრდასა და განვითარებაზეც ახდენს გავლენას. ბავშვები, საკუთარ ასაკთან შედარებით, ზრდაში ჩამორჩებიან და წონის პრობლემაც აქვთ

კითხვის გაგრძელება

Back to top button