“საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ… თუ არ გიყვარს, არც უფრთხილდები და არც ეკამათები” – თაკო ჩარკვიანი პირადის შესახებ – bbcnews.ge
ისტორიები

“საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ… თუ არ გიყვარს, არც უფრთხილდები და არც ეკამათები” – თაკო ჩარკვიანი პირადის შესახებ

ამბობენ, სიყვარული დროთა განმავლობაში ფერს იცვლის, ხუნდება და გრძნობაც ნელდებაო. ამ აზრს თაკო ჩარკვიანი არ ეთანხმება, რადგან მისთვის სიყვარული, ამაღლებულ გრძნობასთან ერთად, მყარ მეგობრულ პრინციპებს ესაბამება. მისი და ჯონი გიგანის 30-წლიანი სიყვარული და ოჯახური თანაცხოვრება, არამცთუ გახუნდა, პირიქით, გამყარდა და მეტი საინტერესო ფერი შეიძინა.

თაკო ჩარკვიანი

– ახლა რომ უკან ვიხედები, ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა გამოვიარე, ტყუილების გარეშე. ასაკს, გამოცდილებასთან ერთად, უთუოდ მოაქვს მოთმინება, რომელსაც ბევრი სიბრძნეს ეძახის. თუმცა, მოთმინება სხვაა და სიჩუმე სხვა. ერთხელ, მახსოვს, ახლობელი შემხვდა და საყვედურივით მითხრა: სიჩუმე უფრო მომგებიანიაო… ფეხით ამოვიარე სახლამდე გზა და ჩემთვის ვფიქრობდი: ნუთუ წამგებიანია საუბარი, თქმა და ბრძოლა? არავითარ შემთხვევაში, მე არ ვიცხოვრე წამგებიანად, სიჩუმე არასოდეს შემძლებია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, მოაზროვნე ადამიანები საჭირო მომენტში რომ გაჩუმებულიყვნენ, ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი? ამიტომ, ვფიქრობ, სიჩუმეს, უბრალოდ, ყური უნდა მიუგდო. კითხვის გაგრძელება

Back to top button