“ორი წელი დეპრესია მქონდა. ხმა არ ამომიღია, არ მიმღერია. ვერავისთან ვკონტაქტობდი. სახლში ვიყავი ჩაკეტილი. ალბათ, ბიჭისათვის დედა მაინც სხვა ძალა და საყრდენია” – დათო კენჭიაშვილი დედის გარდაცვალებას იხსენებს – bbcnews.ge
საზოგადოება

“ორი წელი დეპრესია მქონდა. ხმა არ ამომიღია, არ მიმღერია. ვერავისთან ვკონტაქტობდი. სახლში ვიყავი ჩაკეტილი. ალბათ, ბიჭისათვის დედა მაინც სხვა ძალა და საყრდენია” – დათო კენჭიაშვილი დედის გარდაცვალებას იხსენებს

მომღერალი დათო კენჭიაშვილი გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები” დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიასა და მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს:

– დედა სრულიად ჯანმრთელი იყო. ბოლოს გავიგეთ, რომ რაღაც დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაცია სჭირდებოდა. ოპერაციის დაგეგმვიდან 3 დღე გაატარა კლინიკაში. შემდეგ გარდაიცვალა… ძალიან უცნაური რამ მოხდა. ის ეზოში, პირველ სართულზე იყო. მე მეორე სართულზე, წამოწოლილი ვიყავი. ზაფხული იყო. არ ვიცი, რატომ ავდექი, მაგრამ პირველ სართულზე გადავიხედე. დედაჩემი მიწაზე იჯდა. ვერ გავიგე, რა მოხდა. ხელში ავიყვანე, სასწრაფო გამოვიძახეთ. ბევრი არაფერი მახსოვს. ერთ კლინიკაში როდესაც ჩავიყვანეთ, ის აპარატი არ ჰქონდათ, რითაც უნდა გადაეღოთ და სხვა კლინიკაში გადაყვანა მოგვიწია. ალბათ, დროშიც ვერ მოვასწარით. 3 დღეში გარდაიცვალა. ამის მერე აღარაფერი მინდოდა. არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ორი წელი დეპრესია მქონდა. ხმა არ ამომიღია, არ მიმღერია. ვერავისთან ვკონტაქტობდი. სახლში ვიყავი ჩაკეტილი. მდგომარეობიდან გამოყვანაში ჩემმა დამ და ჩემმა სიძემ უდიდესი როლი ითამაშეს. გაცილებით მძიმედ ვიყავი, ვიდრე ისინი. ალბათ, ბიჭისათვის დედა მაინც სხვა ძალა და საყრდენია. მინდა, ყოველ დედის დღეზე, დედაჩემი პატივსაცემად კონცერტი გავმართო. ის, რაც ცხოვრებაში დამაკლდა, მინდა, იმ დედებმა შემივსონ, რომლებიც კონცერტზე მოვლენ.

ჩემმა მეგობრებმა თიანეთში დამპატიჟეს. სუფრებზე ძალიან იშვიათად ვმღერი, მიჭირს ხოლმე. სუფრის მსვლელობის დროს ჩემი მეგობრის დედა მოვიდა, ჩამეხუტა, გულში ჩამიკრა და მითხრა, არ შეგეშინდეს, შენ გვერდით ვარო. იმდენად მძაფრი იყო ეს ყველაფერი, რომ ავდექი და სიმღერა დავიწყე. თეო ქუმსიაშვილის სიმღერა ვიმღერე. ჩემი მეგობრებიც გაკვირვებულები იყვნენ. იმ ადამიანმა გულში ჩამიხუტა და დედობრივი გრძნობა მაჩუქა. მის მიმართ სიყვარული გამიორმაგა.

Back to top button