
ეს გოგონები მთელმა მსოფლიომ გაიცნო იტალიაში რენალდოების ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გოგონები ჯულია და ჯორჯია იზრდებოდნენ. ერთ დღე კი ეს გოგონები მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ისინი 24 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის სიმბოლოებად იქცნენ.
გოგონები არდადეგებს, მშობლებთან ერთად, ქალაქ ამეტრიჩეს მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ატარებდნენ. 8 წლის ჯულია და 4 წლის ჯორჯია იმ საბედისწერო დღეს საძინებელ ოთახში ერთად იყვნენ…
მიწისძვრიდან 17 საათიანი ძებნის შემდეგ, გოგონები მეხანძრემ იპოვა. სწორედ მან ნახა პირველმა როგორ იყო უფროსი და პატარას გადაფარებული, ასე გადარჩა 4 წლის ჯორჯია, ჯულია კი…
სახლის ნანგრევები, სადაც გოგონები მიწისძვრისას იმყოფებოდნენ
ახლა ჯორჯია საავადმყოფოშია… მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აღარ ლაპარაკობს…
ჯულია 28 აგვისტოს დაკრძალეს, სწორედ ამ დღეს მისი დაიკოს – ჯორჯიას დაბადების დღეც იყო…
ჯორჯიას ამოყვანა ნანგრევებიდან
გოგონების მშობლები ცოცხლები არიან. დედა ამჟამად საავადმყოფოშია. მამა კი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გრძნობს თავს მაინც, ასე ვთქვათ, ბედნიერია, რომ ერთი შვილი მაინც გადაურჩა ცოცხალი.
მეხანძრის წერილი, რომელმაც ნანგრევებში ჩაფლული გოგონები იპოვა:
“გამარჯობა პატარავ, ვცადე დაგხმარებოდი ნანგრევების ციხიდან დაღწევაში. მაპატიე, რომ დავიგვიანეთ, სამწუხაროდ, სუნთქვა უკვე შეწყვეტილი გქონდა გაგრძელება