ჟურნალ Okmagazine-ის მთავარი გმირი ინგლისური WATFORD‑ის ნახევარმცველი, ქართული ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძეა.
ძალიან სიმპათიურია, ხშირად და მომხიბლავად იღიმის, სიმშვიდის იმპულსებს უზიარებს გარშემო მყოფებს, გაწონასწორებული და მოკრძალებული ადამიანია – ასეთია ცხოვრებაში ჩაკვე, რომელიც მოედანზე შესვლისთანავე ცეცხლს ანთებს, მატჩის ბოლო წამამდე იბრძვის და ყოველ ჯერზე დიდ თავის ტკივილს უჩენს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. წარსულში რთული, ტრავმული ეპიზოდების შემდეგ დღეს ის შესანიშნავ ფორმაშია. სიამოვნებით გთავაზობთ გიორგი ჩაკვეტაძესთან ქართული OK!-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს.
გიორგი, როდის შეგიყვარდათ ფეხბურთი, ალბათ ეზოში ბურთის თამაშით დაიწყო ყველაფერი?
კი, პატარაობიდან მიყვარდა ფეხბურთი. ეზოშიც ბევრს ვთამაშობდი, ტელევიზორში, „იუთუბიში“ ხშირად ვუყურებდი თამაშებს და ვცდილობდი, იგივე გამეკეთებინა მეც.
რა ასაკში გააცნობიერეთ, რომ ფეხბურთის გარდა სხვა არაფერი გინდოდათ?
საკმაოდ ადრე, 6-7 წლისა მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემი იყო.
თქვენს კარიერაში იყო რთული ეტაპები, ტრავმის გამო შეფერხებები და დროებით ჩამოცილებაც სპორტიდან. ემოციურად როგორ გაუმკლავდით ამ სირთულეებს?
ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს პერიოდი. რთული ტრავმები მქონდა. ბევრ ფეხბურთელს შეიძლება საერთოდ დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი. ალბათ ფსიქოლოგიურად ძლიერი აღმოვჩნდი, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამის გახსენება. მთავარია, რომ ახლა ყველაფერი ჩავლილია, ჯანმრთელად ვარ, ვაგრძელებ და ვუბრუნდები ფორმას.
ყველაზე საყვარელი მომენტი მოედანზე…
ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი არის, ალბათ, ყაზახეთთან გოლი. კითხვის გაგრძელება