“მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ…” – რა თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის მოგების შემდეგ – bbcnews.ge
სპორტი

“მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ…” – რა თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის მოგების შემდეგ

“უმა­რი ძლი­ე­რი მებ­რძო­ლია. მან მე მო­ხუ­ცი მი­წო­და. დიახ, მო­ხუ­ცი ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ვვარ­ჯი­შობ. მჯე­რა, რომ შრო­მი­თა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნით, ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია”, – ამის შე­სა­ხებ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რის დაც­ვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“მად­ლო­ბა ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს და ყვე­ლა ქარ­თველს, მიყ­ვარ­ხართ ქარ­თვე­ლე­ბო! იცით, რომ არას­დროს ვჩერ­დე­ბი და მუ­დამ ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ რო­დე­საც ბრძო­ლას 6 კვი­რით ადრე დავ­თან­ხმდი, ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ფეხი მქონ­და ნატ­კე­ნი და ნა­კე­რე­ბი მედო, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ UFC-ის ვჭირ­დე­ბო­დი.

უმა­რი ძლი­ე­რი მებ­რძო­ლია. მან მე მო­ხუ­ცი მი­წო­და. დიახ, მო­ხუ­ცი ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ვვარ­ჯი­შობ. მჯე­რა, რომ შრო­მი­თა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნით, ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მთე­ლი მსოფ­ლიო ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ იყო, ფა­ვო­რი­ტად არ ვით­ვლე­ბო­დი, მაგ­რამ ეს არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა მაქვს”, – გა­ნა­ცხა­და დვა­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი და­იც­ვა. ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა რუ­სე­თის სა­ხე­ლით მებ­რძო­ლი უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი და­ა­მარ­ცხა. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, შონ ო’მა­ლის და­მარ­ცხე­ბით მო­ი­პო­ვა.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ზე MMA-ში 19 გა­მარ­ჯვე­ბა და 4 მარ­ცხია, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის­თვის ეს ზე­დი­ზედ მე-12 მო­გე­ბა იყო. ნურ­მა­გო­მე­დო­ვის­თვის ეს MMA-ში პირ­ვე­ლი მარ­ცხი იყო, აქამ­დე რუსი მებ­რძო­ლის ან­გა­რიშ­ზე 18 გა­მარ­ჯვე­ბა და 0 მარ­ცხი იყო

Back to top button