“ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს… კომპრომისი უნდა მოიძებნოს და ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია” – ირმა ინაშვილი – bbcnews.ge
პოლიტიკა

“ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს… კომპრომისი უნდა მოიძებნოს და ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია” – ირმა ინაშვილი

“პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ირმა ინაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე წერს. ინაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს რომ უნდა მო­ი­ძებ­ნოს კომ­პრო­მი­სი და ეს კომ­პრო­მი­სი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნაა,

“საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დიდი ქა­ლა­ქი მო­იც­ვა: თბი­ლი­სიც, ქუ­თა­ი­სიც, ბა­თუ­მიც, ზუგ­დი­დიც, თე­ლა­ვიც, მოკ­ლედ, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლით.ქუ­ჩა­ში ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი დგას. 15 წლის მო­ზარ­დიც, 25 წლის ახალ­გაზ­რდაც, შუ­ახ­ნის კა­ციც და ასა­კო­ვა­ნიც!

ვხე­დავთ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ხალ­ხს: მსა­ხი­ობ­საც, ექიმ­საც, მხატ­ვარ­საც, მას­წავ­ლე­ბელ­საც და ინ­ჟი­ნერ­საც. მოკ­ლედ, ყვე­ლას!

აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბიც, მათი შვი­ლე­ბი და თა­ვად პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შვი­ლე­ბიც კი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბაა. მე­ტიც, უკვე ზი­ზღია, ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბია, და­უნ­დობ­ლო­ბაა. ცხა­დია, არი­ან პრო­ვო­კა­ტო­რე­ბიც. თუმ­ცა, არი­ან ბრიყ­ვე­ბიც, თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით პრო­ვო­კა­ტორ­ზე უა­რესს რომ სჩა­დი­ან.

დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. ვში­შობ, ვი­თა­რე­ბა უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა და ამ უმარ­თა­ო­ბას ვე­ღა­რა­ფე­რი ჩა­აქ­რობს. გინ­და, თუ არ გინ­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იქ­ნე­ბა! მკა­ფი­ოდ ვამ­ბობ: კომ­პრო­მი­სი უნდა მო­ი­ძებ­ნოს და პი­რა­დად მე ვთვლი, რომ ეს კომ­პრო­მი­სი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია!

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ უარ­ყო­ფით შე­დეგს… უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფით შე­დეგს მო­ი­ტანს ძა­ლა­დო­ბა დე­მონ­სტრანტზეც, პო­ლი­ცი­ელ­ზეც, პო­ლი­ტი­კოს­ზეც, ჟურ­ნა­ლისტზეც, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზეც და რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ზეც! წლებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა რი­გებს ზრდის. იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, დამ­ნა­შა­ვეა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

მე­ტიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დობ­რივ ფაქტს იწო­ნე­ბენ, მოკ­ლე ხან­ში ძა­ლა­დო­ბის ამა­ვე ფაქტს ემიჯ­ნე­ბი­ან და გმო­ბენ!

ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბაა, რომ ქვე­ყა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­შია, ნუთუ, ამას ვერ ვხე­დავთ?!

ვფიქ­რობ, ლი­ბე­რალ ბა­ი­დენ­საც და კონ­სერ­ვა­ტორ ტრამპსაც უკვე აჩ­ვე­ნეს ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კად­რე­ბი ბა­თუ­მის “შე­რა­ტონ­ში“. რო­გორ ფიქ­რობთ, რა გან­წყო­ბას შე­უქ­მნის ეს მსოფ­ლიო ლი­დე­რებს?” – წერს ირმა ინაშ­ვი­ლი.

Back to top button