“გაუთავებელი ყოფითი პრობლემები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე და ნიკო ერთმანეთს დავშორდით” – ეკა ნიჟარაძე – bbcnews.ge
საზოგადოება

“გაუთავებელი ყოფითი პრობლემები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე და ნიკო ერთმანეთს დავშორდით” – ეკა ნიჟარაძე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა ნიჟარაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მას არაერთ ცნობილ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და გადაწყვეტილება ბოლო კლასში მიიღო:

“მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ნაკლებად ფიქრობდა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა მისთვის მომავალი პროფესია. ახლანდელი ახალგაზრდები გაცილებით პრაგმატულები არიან და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც უფრო მომგებიანია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიც. ყველაფერი ბოლო კლასში გადავწყვიტე, როცა სკოლას ვამთავრებდი. მანამდე მსახიობობაზე არც მიფიქრია, სამაგიეროდ, წლების განმავლობაში დავდიოდი მუსიკაზე, ბალეტზე და ქორეოგრაფიული სასწავლებელიც დავამთავრე. ბოლოს გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია, სადაც მუსიკაც არის, ცეკვაც და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე, მე მაინც მსახიობი გავხდი” – ამბობს ეკა ნიჟარაძე კითხვის გაგრძელება

Back to top button