ყურადღების ცენტრში აბუდაბიდან იუწყებიან რომ, “ქართული ოცნების” სახეებს, დეპუტატებს პატიმრობა 3-დან 7 წლამდე ვადით ემუქრებათ, ხოლო მათ თანმხლებ გიორგი გოგოლაძეს – 12 წლამდე.
ამჟამად სამივე პოლიციაშია.
“ზარქუას და სანიკიძეს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ (ძალადობა), თუ ამ მუხლს დაემატება სხეულის დაზიანების მუხლიც, მაშინ სასჯელს დაემატება კიდევ ერთი ვადა, რომელიც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზე ჯარიმის გადახდა მოუწევთ 13 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, თუ საქმე აღიძრა ქონების დაზიანებაზე (თეფშის სროლა და ა.შ.) უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და ჩართული პირები დაჯარიმდებიან კიდევ დამატებით.
სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება გიორგი გოგოლაძის წინააღმდეგ. მას 5-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. – იტყობინებიან ინფორმირებული საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
ინფორმაციას ,რომ ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან ადასტურებს საქართველოს საელჩო აბუდაბიში.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოიკითხვაზე იმყოფებიან“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში თბილისის დროით 22:00 საათზე.
სავარაუდოდ, მათ დღეს საგამოძიებო ორგანოს დატოვების უფლებას არ მისცემენ.
მანამდე რადიო თავისუფლებას საამიროებში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განუცხადა: „ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“.
წყარო: რადიო თავისუფლება