” ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან “
მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან აბუ-დაბიში
ხვალ ექნებათ სასამართლო
(მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი) – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო “რედისონის” რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ადგილზე ასევე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირებისას ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს. მათთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირიც.
ინციდენტის შემდეგ საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა პოლიცია გამოიძახა.
წყარო: რადიო თბილისი