თურქული მედია აქტიურად წერს სკანდალზე, რომლის ცენტრშიც ცნობილი მსახიობი სერენაი სარიქაია და მისი მენეჯერი აიშე ბარიმი აღმოჩნდნენ. სტამბოლის პროკურატურამ ID İletişim-ისა და სხვა მენეჯერული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც ბაზრის მონოპოლიზაციას, გადასახადებისთვის თავის არიდებას და ფულის გათეთრებას უკავშირდება.
- “ყალბი სიყვარულის“ სკანდალი
მსახიობები სერენაი სარიქაია და მომღერალი და ბიზნესმენი მერთ დემირი “ყალბი, სარეკლამო სიყვარულის“ საქმეში ფიგურირებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა, რომელიც თურქულ მედიაში მერთ დემირის საყვარლად არის მოხსენიებული, 5 მილიონი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ სერენაი სარიქაიასა და მერთს საზოგადოებაში შეყვარებულების როლი მოერგოთ. მიზეზი კი ის, იყო, რომ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ შეეცვალა, ასევე იმისთვის, რომ მერთ დემირი ცნობილ მსახიობთან რომანით უფრო პოპულარული გამხდარიყო.
თანხა კი ბიზნესმენმა სარეკლამო კამპანიას გადაუხადა, რომელიც ერთგვარ სცენარს სწერდა სერენაისა და მერთ დემირის ყალბი სასიყვარულო ურთიერთობისთვის.
ბრალდების თანახმად, 5 მილიონი დოლარი მიიღო ID Communications-ის დამფუძნებელმა და პარტნიორმა აიშე ბარიმმა. კითხვის გაგრძელება