ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო დიდი ამბავია ატეხილი.
ქართველის “ნაპოლიდან” წასვლა გარანტირებული ამავია.
ამასთან დაკავშირებთ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ რამდენიმე დღის წინ კომენტარი გააკეა, რომ იმედგაცრუებული იყო, რასაც ფანებუსგან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
იტალიელმა სპეციალისტმა მისი სიტყვები უახლეს ინტერვიუში ასე ახსნა:
“წავიკითხე სათაურები, თითქოს მე კვარაცხელიათი იმედგაცრუებული ვარ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ამ 6 თვის განმავლობაში სიტუაცია ვერ შევცვალე.
ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია და დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ. ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დღეს ნაპოლის ფეხბურთელია და თუ ვინმეს მისი ყიდვა სურს, მაშინ რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს”.