NASA-ს მეცნიერებმა მზეზე უზარმაზარი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს
NASA იუწყება გიგანტური კორონალური ხვრელის შესახებ, რომელიც მზის გარშემოწერილობის მეოთხედს მოიცავს. აღნიშნული მოვლენა მზის ქარების გაძლიერებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მაგნიტური შტორმების სიხშირეს.
ამგვარ შტორმებს შეუძლია გავლენა მოახდინოს GPS სისტემებზე, სატელიტებზე და სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისთვის.
ასევე, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მზის მაგნიტური ქარიშხლების გაძლიერებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე, რაც თავს იჩენს გულისრევის, თავის ტკივილისა და საერთო დისკომფორტის სახით.