მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვარდა, თუმცა შვილი სულ სხვამ გაუჩინა – ტოტო კუტუნიოს ცხოვრების უცნობი ამბები – bbcnews.ge
ისტორიები

მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვარდა, თუმცა შვილი სულ სხვამ გაუჩინა – ტოტო კუტუნიოს ცხოვრების უცნობი ამბები

1980-იანი წლების ვარსკვლავი ტოტო კუტუნიო, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა მთელ მსოფლიოში, 2023 წლის 22 აგვისტოს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. ამბობენ, რომ მომღერალი დიდხანს იტანჯებოდა ონკოლოგიური დაავადებით, რომელიც 2008 წელს აღმოუჩინეს. რამდენიმე ოპერაცია და ქიმიოთერაპიაც გადაიტანა და უკეთ იყო რამდენიმე წელი. პირველად რომ გამოკეთდა და ექიმებმა უთხრეს, რომ დაავადებამ უკან დაიხია, ოცნება აისრულა და პორტოფინოში, მის სათაყვანებელ ზღვასთან იყიდა სახლი და იახტა. ზუსტად ისე, როგორც ღარიბი ბავშვობისას ოცნებობდა.

“მე გულით ვმღერი ჩემს სიმღერებს და ამიტომ განიცდიან ადამიანები, რომლებიც მე მისმენენ, ნამდვილ გრძნობებს”, – ამბობდა იტალიელი ტოტო.

ტოტოს ნამდვილი სახელი სალვატორეა და 1943 წლის 7 ივლისს დაიბადა ტოსკანურ ქალაქ ფოზდინოვოში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ბავშვობიდან გამოავლინა მუსიკის სიყვარული და მამის მსგავსად, რომელიც შესანიშნავად უკრავდა საყვირზე, თავადაც აითვისა ეს ინსტრუმენტი. მოგვიანებით თავისით ისწავლა აკორდეონზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა. 13 წლისამ პირველი ადგილი აიღო რეგიონულ მუსიკალურ კონკურსზე.

19 წლამდე მუსიკალურ ჯგუფებში უკრავდა, შემდეგ კი საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა, მუსიკის შექმნა დაიწყო და მალე მოვიდა წარმატება და გამარჯვებები, გამოსვლები იმ დროის ვარსკვლავებთან – ჯო დასენთან, მირეი მატიესთან, ადრიანო ჩელენტანოსთან. კითხვის გაგრძელება

Back to top button