ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი ეტაპი – პსჟ-სთან კონტრაქტი შეათანხმა! - bbcnews.ge

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი ეტაპი – პსჟ-სთან კონტრაქტი შეათანხმა!

11.01.2025

შეიძლება ითქვას, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ფეხბურთელი აღარ არის, ოღონდ, ამას ჯერ იტალიური კლუბის ოფიციალური განცხადება აკლია.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხვიჩას წარმომადგენლებმა პსჟ-სთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. 24 წლის შემტევი საფრანგეთის ჩემპიონთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და დაახლოებით 5-ჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე ნეაპოლში ჰქონდა.

პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება “ნაპოლისა” და პსჟ-ს შორის. იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და ხვიჩა ძველებური აღმაფრენით გააგრძელებს თამაშს იქ, სადაც ელოდებიან და საკადრისად დააფასებენ. ველოდებით ოფიციალურ სიახლეებს…

წყარო: lelo.ge

რეკლამა
რეკლამის ადგილი