ნინო სუხიშვილი – ცხოვრების სირთულეები, მოულოდნელი ტრაგედია და ორი ქორწინება – bbcnews.ge
ისტორიები

ნინო სუხიშვილი – ცხოვრების სირთულეები, მოულოდნელი ტრაგედია და ორი ქორწინება

ნინო სუხიშვილის სახელსა და გვარს ბევრი განმარტება არ სჭირდება – ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად “სუხიშვილების” ხელმძღვანელია. 

ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან  არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი “რამიშვილები”; მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ “რამიშვილებისა” და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: “ქართული ნაციონალური ბალეტი”, “სოლიკო ვირსალაძე”, “ილიკო სუხიშვილის მოგონებები”.

ნინო სუხიშვილის ორი ქორწინება 

ნინო სუხიშვილის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა ის იშვიათად საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც ბედნიერებასთან ერთად, სევდითაც არის სავსე. 

“გყავთ ან გყო­ლი­ათ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ გე­ფიქ­რათ: ნეტა არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ნეტა არ გა­მეც­ნოო?“

– კი არის, ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე. ეს იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პე­რი­ო­დით, რომ მე თვი­თონ და­ვი­წყე­ბუ­ლი მაქვს. ძა­ლი­ან ადრე იყო, “სხვა ცხოვ­რე­ბა­ში“ და ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, რომ თით­ქოს ეს სხვი­სი ცხოვ­რე­ბა იყო. თით­ქოს სხვა პლა­ნე­ტა­ზე მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჩემს თავს არ ხდე­ბო­და. აღარც მინ­და გახ­სე­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რმა არც იცის ეს ეტა­პი ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან – ასე უპასუხა კითხვას ნინო სუხიშვილმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში სტუმრობისას. 

ნინო სუხიშვილის მეორე მეუღლე ბიზნესმენი ზურა ლეჟავა იყო, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად, 2023 წელს გარდაიცვალა. ის მძიმე ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა. 

ნინო სუხიშვილის ცხოვრების სტილი 

“მაქვს რამდენიმე გამოსასვლელი ბრენდული კაბა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი ცნობილი ბრენდი ნამდვილად არ მაცვია. სასცენოდ მაქვს ბევრი ქართველი დიზაინერის სამოსი. თუკი მკითხავენ, ვისი კაბა მაცვია, მიყვარს, როცა ქართველს ვასახელებ.  გარდერობში არის ასევე  „დრის ვან ნოტენის“, „ლანვინის“ კაბები. არ მაქვს „შანელი“, რადგან ძალიან ძვირია… „შანელი“ ბებიაჩემს უყვარდა, ასევე „ჰერმესი“ და „დიორი“. დღემდე მაცვია ბებიაჩემის საკონცერტო კაბები, მხოლოდ სცენაზე, რა თქმა უნდა. კითხვის გაგრძელება

Back to top button