ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდები თანასოფლელები იყვნენ.
როგორც წყარო გვიყვება ბიჭები ნასვამები იყვნენ და ეცადნენ პოლიციას გაქცეოდნენ რა დროსაც ავარია მოხდა. ერთი მათგანი 30 წლამდეა მეორე კი – 25 წლამდე.
“საშინელი ტრაგედია ტრიალებს… გარდაცვლილი ახალგაზრდები თანასოფლელები არიან. რეზი და და დათო, ორივე კარგი ადამიანი”, – ამბობს წყარო.