გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამ შინაარსის ტექსტის დაწერა. გარდაიცვალა განათლების ფაკულტეტის სტუდენტი გურამ კაკაშვილი. ძალიან კარგი ადამიანი.ვიზიარებთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს”, – ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.
როგორც სოციალურ ქსელში დაღუპული ბიჭის ახლობლები წერენ, გურამ კაკაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.