ყველასათვის ნაცნობი ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.
ამჯერად მან ბებიასთან და ძმის შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რაც ემოციური სიტყვებით დაასათაურა:
„რა ბედნიერი ხარ შენ, ვინც ახლა ამ პოსტს შენი სახლის საკუთარი ოთახიდან ან სამზარეულოში გემრიელი ფინჯანი ყავით ხელში, ან ოჯახის წევრებთან საუზმეს დროს მოკარი თვალი და კითხულობ.
რა ბედნიერი ხარ შენ, ვინც გრძნობ რომ ხმები, რომლებიც დილით გაღვიძებს, შენი სახლის ხმებია.
შენი ოჯახის წევრების თბილი და ჩუმი, ხან ხმაურიანი.
როდესაც ერთხელ მაინც გულწრფელად დაუფიქრდები ოჯახის ყოლას, ოჯახის არსს, ოჯახის სიყვარულს – გული შეგეკუმშება და ცრემლები დაგახრჩობს, ცრემლები ზოგჯერ მონატრების, ხშირად კი ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის.
ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში, კიდევ ერთი გათენებული ახალი დილა და გვერდით მოსიყვარულე ოჯახია.
პ.ს. ბედნიერი დღე ყველას“, – წერს გივიკო დიდია.