ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება • “მომავალი პატრიარქი იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული…” – მეუფე ანტონი • 26 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა და ცოცხლას ვერავინ მიუსწრო • პორტალი იხსნება, გააკეთეთ ეს 18 მარტს… • 9 000 თანამშრომლიდან რამდენს აქვს 1 000 ლარზე ნაკლები ხელფასი? • ვენერა ობოლაშვილის შვილის პირველი კომენტარი დედის ბრალდებაზე • ჩემი გატაცება უნდოდათ, სამი მანქანა ამეკიდა… საშინელი შიში მქონდა, ღამეები არ მეძინა… • ვინ არის „შავი ქვრივი“ და როგორ ამოიცნო ის ქართველმა ექსტრასენსმა? – ანზორ ოდიშარიას მორიგი ტრიუმფი •
“ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია… არ დავწერდი ახლა სადისტების მხარეს რომ არ იდგეს” – ვისზე საუბრობს მამუკა ღლონტი
05.01.2025
“მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი ერთ – ერთ მაღალჩინოსან “ქოცთან” დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს და წერს:
“ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია. სანამ გაქოცდებოდა, მანამ ვიცნობდი. ერთხელ ფული მთხოვა – ჩემთვის არც ისე ცოტა. „ბავშვებს ვერ ვუშვებ სკოლაშიო. ერთ კვირაში ხელფასს ვიღებ და დაგიბრუნებო“.
ნუ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დამიბრუნა.გამოხდა ხანი, და დედაჩემი გახდა ავად. საავადმყოფოში მეწვინა, რაც მქონდა დანაზოგი, გამითავდა. ვისაც ვალი ჰქონდათ, მივწერე, რა დღეშიც ჩავვარდი – „დედა მიკვდება, ფული გამითავდა“ – და ვთხოვე: „ვალი იქნებ დამიბრუნოთ“. ყველამ სასწრაფოდ ჩამირიცხა.
ამან – „უი, რას ამბობო, ახლავეო! ჩემი იმედი გქონდესო, ეს რა მითხარიო!“ – და ტელეფონი გათიშა, და დაიკარგა. დედაჩემი რომ ვერ გადამერჩინა ქელეხშიც მოვიდოდა ალბათ და კაის გამოძღებოდა.
არ დავწერდი, (ღმერთა შეარგოს თუ შვილებს დაახარჯა რაშიც ეჭვი მეპარება) ახლა სადისტების მხარეს რომ არ იდგეს და სადისტობებს არ წერდეს. იმედი მაქვს, ამ პოსტს წაიკითხავს!”- ვკითხულობთ მამუკა ღლონტის პოსტში.