“ვიღებ მოწვევას!”- რა ინფორმაციას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი? – bbcnews.ge
საზოგადოება

“ვიღებ მოწვევას!”- რა ინფორმაციას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი?

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი • Civil Solidarity Fund -ის ზუგდიდში მიწვევას იღებს

“ვიღებ მოწვევას!” – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა • Civil Solidarity Fund პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მიიწვია.

ჩვენი ფონდი ორი წლის წინ უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად შეიქმნა, თუმცა მისი საქმიანობა ამ მისიით არ შემოიფარგლება. ფონდის შექმნასა და მუშაობაში ჩართული არიან სამეგრელოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – ადამიანები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდებთან, ქალებთან, დევნილებთან, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კორუფციის კვლევაზე, გარემოს გაუმჯობესებასა და კარგი მმართველობის განვითარებაზე.
დაფუძნების დღიდანვე ფონდი ორგანიზებას უწევს თითქმის ყველა აქციას, რომელიც რუსულ რეჟიმთან ბრძოლას უკავშირდება. ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკვე 38 დღეა ვიბრძვით წართმეული არჩევნების დასაბრუნებლად და დატყვევებული თანამებრძოლების გასათავისუფლებლად.
ჩვენი ხმა რეგიონიდან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის “რუსული მშვიდობის” ფასი, აუცილებლად უნდა ისმოდეს. ამ ხანგრძლივ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნა, თანამოაზრეების შეკრება, ერთმანეთის გამხნევება და იმის დაჯერება, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
სწორედ ამიტომ, ვიწვევთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჩვენი ბრძოლის ველზე – იქ, სადაც უწყვეტი წინააღმდეგობა მიმდინარეობს. ვუდასტურებთ მას პატივისცემას და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის არის ერთადერთი, ვისაც აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია.
ქალბატონო პრეზიდენტო, შევხვდებით ზუგდიდში! – წერია გავრცელებულ განცხადებაში

Back to top button