„ჩემი დარდია, რომ მამაჩემმა ჩემი შვილი ვერ ნახა და ამ სიმღერას მასთან ერთად ვეღარ ვმღერი“ – ზუკა ხუციშვილმა მსმენელს ემოციურად მიმართა და ცნობილი ჰიტი კიდევ ერთხელ შეასრულა – bbcnews.ge
საზოგადოება

 „ჩემი დარდია, რომ მამაჩემმა ჩემი შვილი ვერ ნახა და ამ სიმღერას მასთან ერთად ვეღარ ვმღერი“ – ზუკა ხუციშვილმა მსმენელს ემოციურად მიმართა და ცნობილი ჰიტი კიდევ ერთხელ შეასრულა

„რუსთავი 2“-ის გადაცემის „გული მღერის“ საახალწლო ეთერში მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა ბენდთან ერთად შეასრულა 2000-იანი წლების ცნობილი ჰიტი – „შენზე ფიქრი“, რომელსაც ზუკა მამასთან, გიო ხუციშვილთან ერთან მღეროდა.

კომპოზიციის დაწყებამდე ზუკა ხუციშვილმა აუდიტორიას ემოციური სიტყვით მიმართა და სთხოვა, მათთან ერთად ემღერათ:

„ეს არის ჩემი დარდი, რომ მამაჩემმა ჩემი შვილი ვერ ნახა და ამ სიმღერას რომ მასთან ერთად ვეღარ ვმღერი. თუ დამეხმარებით და ამ სიმღერას ერთად ვიმღერებთ, ძალიან გამიხარდება“, – მიმართა ზუკამ მაყურებელს.

Back to top button