“Transfermarkt-მა გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევრომდე შეამცირა – ქართველი მეკარე კვლავაც ყველაზე ძვირადღირებული რჩება”
Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასების განახლება გამოაქვეყნა, სადაც “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი შემცირდა და ამჟამად 40 მილიონი ევრო შეადგინა. ეს ცვლილება მოულოდნელი აღმოჩნდა საფეხბურთო ექსპერტებისთვის, თუმცა სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება მეკარის ტრავმითაა გამოწვეული.
მიუხედავად ფასის კლებისა, გიორგი მამარდაშვილი კვლავაც ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მეკარეა. აღსანიშნავია, რომ ფასის კლება მის კონკურენტებზეც აისახა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მამარდაშვილის მნიშვნელობას და მის პოზიციას ბაზარზე