"ხვიჩა მეუბნება - შენ რომ გაზარდე, მე დამიანეს იმაზე მაგარ ფეხბურთელად გავზრდიო და... ვნახოთ!" - ხვიჩა კვარაცხელიას მამის ექსკლუზიური ინტერვიუ - bbcnews.ge

“ხვიჩა მეუბნება – შენ რომ გაზარდე, მე დამიანეს იმაზე მაგარ ფეხბურთელად გავზრდიო და… ვნახოთ!” – ხვიჩა კვარაცხელიას მამის ექსკლუზიური ინტერვიუ

27.04.2026

“კვი­რის პა­ლიტ­რამ“ ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მა­მას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც ბად­რი კვა­რა­ცხე­ლი­ამ მათი ოჯა­ხის შე­სა­ხებ აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ნი­ცას და ხვი­ჩას ვაჟი, და­მი­ა­ნე უკვე ავ­ლენს სიყ­ვა­რულს ფეხ­ბურ­თი­სად­მი, მათ­სა­ვით ცა­ცი­აა და აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლიც გა­მო­ვა.

მა­სა­ლის სრუ­ლად წა­კი­თხვას შეძ­ლებთ “კვი­რის პა­ლიტ­რის” 27 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში.

– მე­უღ­ლის და მა­მის სტა­ტუს­მა რა შეც­ვა­ლა ხვი­ჩას ცხოვ­რე­ბა­ში?

– ახლა გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ტი­ვა­ცია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს. მომ­ქან­ცვე­ლი ვარ­ჯი­ში­სა თუ მატ­ჩის შემ­დეგ შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, სახ­ლში დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ხვდე­ბა! როცა და­ო­ჯახ­დნენ, ხვი­ჩა და ნიცა ასა­კით პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ დღემ­დე ავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს, მათი სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ შვილ­თან ერ­თად გრძელ­დე­ბა და მინ­და ორი­ვეს დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა იმის­თვის, რომ და­მი­ა­ნე მა­ჩუ­ქეს! ჩვენ­მა უფ­როს­მა შვილ­მა – ნი­კამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გვაგ­რძნო­ბი­ნა პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი, ახლა, სე­სი­ლის და­მი­ა­ნეც და­ე­მა­ტა და… როცა ცა­ცია ფეხი პირ­ვე­ლად და­არ­ტყა ბურთს, სი­ცი­ლით ვთქვი – ახლა უკვე მშვი­დად ვარ, კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო დი­ნას­ტი­ას სა­ი­მე­დო გამ­გრძე­ლე­ბე­ლი ჰყავს-მეთ­ქი! და­მი­ა­ნე კვა­რა­ცხე­ლია აუ­ცი­ლებ­ლად ითა­მა­შებს ფეხ­ბურთს და გახ­დე­ბა მე­ო­თხე თა­ო­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი ჩვენს ოჯახ­ში – მა­მა­ჩე­მიც ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, მეც, ახლა ჩემი შვი­ლე­ბი და… ცოტა ხან­ში – შვი­ლიშ­ვი­ლიც!

მო­უთ­მენ­ლად ველი იმ დროს, როცა და­მი­ა­ნეს წა­ვიყ­ვან ვარ­ჯიშ­ზე… წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვს ასე ძა­ლი­ან უყ­ვარ­დეს ფეხ­ბურ­თი, პირ­ვე­ლად ვხე­დავ… პსჟ-ს თა­მა­შის დროს ტე­ლე­ვი­ზორს არ სცილ­დე­ბა, კლუ­ბის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს ცნობს და მათ გვა­რებს სხა­პას­ხუ­პით ჩა­მოთ­ვლის ხოლ­მე. ბა­ბუ­ა­სა­ვით ცა­ცი­აა და მარ­ცხე­ნა ფეხს ისე იქ­ნევს, აუ­ცი­ლებ­ლად თავ­დამ­სხმე­ლი იქ­ნე­ბა! ხვი­ჩა მე­უბ­ნე­ბა – შენ რომ გა­ზარ­დე, მე და­მი­ა­ნეს იმა­ზე მა­გარ ფეხ­ბურ­თე­ლად გავზრდიო და… ვნა­ხოთ!

– მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თა­ნახ­მა ვართ: ხვი­ჩას ჯერ თორ­ნი­კე კვა­რა­ცხე­ლი­ამ აჯო­ბოს, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კი – და­მი­ა­ნე­მაც!

– სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნის დროს ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, რამ­ხე­ლა სი­ა­მა­ყე და სი­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, ნაკ­რებ­ში მოხ­ვედ­რის პა­ტი­ვი თორ­ნი­კე­მაც რომ და­იმ­სა­ხუ­როს და ძმებ­მა ერ­თდრო­უ­ლად ითა­მა­შონ-მეთ­ქი?! სამი ძმა არ­ვე­ლა­ძის მამა – იუს­ტი­ნე (კიჭა) არ­ვე­ლა­ძე უბედ­ნი­ე­რე­სი კა­ცია – ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მის­მა სა­მი­ვე ვაჟ­მა ითა­მა­შა და სულ მიკ­ვირს – როცა ეროვ­ნუ­ლი ჰიმნის დროს ნაკ­რე­ბის მა­ი­სურ­ში გა­მო­წყო­ბილ ვა­ჟებს უყუ­რებ­და, ბა­ტო­ნი იუს­ტი­ნეს გულ­მა რო­გორ გა­უძ­ლო ამ­ხე­ლა სი­ხა­რულს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

რეკლამა
რეკლამის ადგილი