5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! - 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა - bbcnews.ge

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

22.04.2026

ილია არჩუაძეა და ირინა ფარულავას ოჯახს 20 წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ. 

ილიამ დადო პირობა თუკი ოდესმე შვილი შეეძინებოდათ თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩააბრძანებდა მამა გაბრიელის ხატს. 

„20 წლის განმავლობაში შვილი არ გვყავდა. დავდე ტაძარში პირობა, თუ მე და ჩემს მეუღლეს ბავშვი შეგვეძინებოდა თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩამოვაბრძანებდი მამა გაბრიელის ხატს. 

რომ გავიგე, რომ მამა გავხდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა გამეაზრებინა არ ვიცოდი. გავიყინე ადგილზე… სასწაულად გაგვიხარდა კი არა მთელი სანათესაო ვტიროდით. ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე გამხდარიყო დედა“, – ჰყვება ილია არჩუაძე.

ნახეთ სრულად, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტი ⇓

რეკლამა
რეკლამის ადგილი