ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როდესაც ოჯახი დამნეგრა" - თაკო აბაშიძე - bbcnews.ge

ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როდესაც ოჯახი დამნეგრა” – თაკო აბაშიძე

19.04.2026

მსახიობ თაკო აბაშიძეს ქართველი საზოგადოება წლებია კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ თაკომ “პრაიმტაიმთან” მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პეროდზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ყველაზე მძიმე ეტაპი ოჯახის დანგრევას უკავშირდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამ დროს მისი ქალიშვილი ძალიან პატარა იყო:

“ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როდესაც ოჯახი დამნეგრა. ამ დროს ბარბარე იყო სამი წლის და ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე. მეუღლესთან გაშორებული ვარ, თუმცა კარგი ურთიერთობა გვაქვს, ის მის შვილს აქცევს ყურადღებას. გოგოების ოჯახი ვართ და არც ვაპირებ, რომ დავოჯახდე. 

ძალიან მეზარება გათხოვება, რეალისტი ვარ და მყარად ვდგავარ მიწაზე. ორჯერ განათხოვარი, მსახიობი თაკო აბაშიძე, რომ არ მოიყვანონ ცოლად ანგელოზივით გოგოები დადიან. ოჯახის დანგრევის მიზეზზე არასდროს მისაუბრია და არც არასდროს ვისაუბრებ, თუმცა მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამ გადასახედიდანაც ვფიქრობ, რომ სწორე გადაწყვეტილება იყო. ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ და იმედია მალე დაოჯახდება და ერთ და ან ძმას გვაჩუქებს,” – ამბობს თაკო აბაშიძე

რეკლამა
რეკლამის ადგილი