“რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა” – ცნობილი ხდება იმ ბიჭის ვინაობა, რომელიც მარნეულში მოკლეს

მკვლელობა მოხდა დღეს მარნეულში. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. მას ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ხმაური იყო. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, დღეს მომხდარი მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
როგორც ირკვევა გარდაცვლილი 20 წლის ბიჭია.ამის შესახებ ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯეიხუნ მუჰამედალი წერს:
“დღეს მარნეულის ცენტრში 20 წლის ასეთ ბიჭს ყელი გამოუჭრეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა, თან ასეა როდესაც ახალგაზრდებში განაწილების ნაცვლად ქურდული მენტალიტეტი იკიდებს ფეხს და კანონი არ კანონობს…..” – წერს მუჰამედალი.
როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.