აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი მძახალი, 70 წლის მილიარდერი არაზ აგალაროვი, 44 წლით უმცროს გოგოზე დაქორწინდა - bbcnews.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი მძახალი, 70 წლის მილიარდერი არაზ აგალაროვი, 44 წლით უმცროს გოგოზე დაქორწინდა

02.04.2026

რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანელიმილიარდერი და Crocus Group-ის მფლობელი, არაზ აგალაროვი, რომელიც 40-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს გაშორდა და 26 წლის ალიონა ივანოვაზე დაქორწინდა, ახალ ოჯახს არ მალავს. წყვილის ერთობლივი ფოტო, რომელსაც უკვე შვილებიც ჰყავს, ინტერნეტში გავრცელდა.

70 წლის არაზ აგალაროვი და მისი მეუღლე, რომელიც მასზე 44 წლით უმცროსია, ბაქოში Dream Fest ფესტივალზე ერთად შენიშნეს. ისინი ერთმანეთის გვერდით, ერთ მაგიდასთან ისხდნენ. Starhit-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ალიონას ბიჭუნა უჭირავს ხელში – სავარაუდოდ, წყვილის ვაჟი. მათ გვერდით კიდევ ერთი ბავშვი ზის.

თუ ბავშვების ასაკს გამოვთვლით, მათი ურთიერთობა უკვე 5-6 წელს ითვლის, შესაბამისად, ალიონა 20 წლის იქნებოდა, როცა მილიარდერთან ურთიერთობა გააბა.

გუშინ გამოცხადდა, რომ Crocus Group-ის პრეზიდენტი და მფლობელი, მილიარდერი არაზ აგალაროვი, სარატოველ ივანოვაზე ოფიციალურად დაქორწინდა. მანამდე ის 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირინა აგალაროვზე იყო დაქორწინებული

კითხვის გაგრძელება

რეკლამა
რეკლამის ადგილი