რატომ არ უნდა მივიღოთ ხილი და რძის პროდუქტები 4 საათის შემდეგ და როგორ აშორებს მუცლის ცხიმს ორი ჭიქა ცხელი წყალი? - ნინო ვაშაკიძის რჩევები - bbcnews.ge

რატომ არ უნდა მივიღოთ ხილი და რძის პროდუქტები 4 საათის შემდეგ და როგორ აშორებს მუცლის ცხიმს ორი ჭიქა ცხელი წყალი? – ნინო ვაშაკიძის რჩევები

01.04.2026

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ნინო ვაშაკიძე, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რატომ არ უნდა მივიღოთ ხილი და რძის პროდუქტები 4 საათის შემდეგ:

– ხილი, 12 საათამდე, პირველ საათამდე, მაქსიმუმ, 4 საათამდე უნდა მივიღოთ. რძის პროდუქტები 4 საათის შემდეგ კატეგორიულად არა. შებერილობას იწვევს. ზოგადად, ხაჭოს არავის ვურჩევ. ნადუღს უფრო ვურჩევ. 4 საათამდე შეგვიძლია, მივირთვათ. ხაჭოში ბევრი კაზეინია. ღვიძლისთვის რთული მოსანელებელია. იოგურტიც 4 საათამდე მიიღეთ. 4 საათის შემდეგ არც ყველია რეკომენდებული.

კვერცხი საღამოსთვის “მძიმე” პროდუქტი არ არის. ერთ-ერთი საუკეთესოა. 10 წლის წინ გავაკეთე ეს ექსპერიმენტი, პირველად რომ გავიგე, კვერცხი ახდუნებს. გაიძახიან, კვერცხის გული არ უნდა მივიღოთო. რატომ არა, როდესაც კვერცხის გულში D ვიტამინი, ყველა ამინომჟავაა?!

ნინო ვაშაკიძე ასახელებს 3 მიზეზს, თუ რატომ გროვდება მუცლის ცხიმი:

– ერთ-ერთი მიზეზი სტრესია. “სტრესის ჰორმონი”, კორტიზოლი, მაღალია.

მეორე არის ის, რომ არასწორად ვიკვებებით და არ ვიცით, რა უნდა ვჭამოთ. დღის განმავლობაში რომ შიმშილობთ, ორგანიზმი ცხიმს ინახავს, იცის, რომ შიმშილობაში გადადის და რაიმე უნდა გააკეთოს, რომ ეს ცხიმი არ დაკარგოს.

მესამე ფიზიკური მდგომარეობა, უმოძრაობაა. თუ დარბიხართ, ადრენალინი გამოიყოფა, ცხოვრების აქტიური წესი გაქვთ, მაშინ ეს თავისთავად ნაკლებად მოხდება.

პაციენტებს აწყნარებენ ხოლმე, ნახევარ საქართველოს ჰეპატოზი აქვს, დიდი არაფერიო. ამ დროს ღვიძლი ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ვეღარ ამუშავებს ამ ყველაფერს და ამ “ნაგავს” ვისცერალურ ცხიმში გადასტყორცნის. შიგნით წნევას ქმნის, გაწვება დიაფრაგმაზე, დიაფრაგმა ადის ზევით, სუნთქვის, გულის უკმარისობა შეიძლება, გამოიწვიოს. ამ დროს ქოლესტერინი, ყველაფერი ნორმაში გაქვს, არაფერი გჭირს, მაგრამ შეიძლება, მაინც დაგემართოს ის, რაც დაგემართება.

რეკლამა
რეკლამის ადგილი