ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება - bbcnews.ge

ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება

20.03.2026

რამდენიმე დღის წინ სალომე გოგიაშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტის სტუმარი იყო. სალომემ პოდკასტის ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, მეუღლესთან დაშორებაზე და მოდელ ლიკა შენგელიასაც შეეხო. ამ ყველაფრის საპასუხოდ, ცოტა ხნის წინ, ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა. როგორც მოდელი ამბობს, ის აგრძელებს სასამართლო დავას და მასალებს ახალ მტკიცებულებას ურთავს.

“აი, როგორი გუნდი მყავს. გამთენიის ოთხი საათია და ახლა მომიტანეს. დილით ადრე უნდა დავურთო საბუთებს. ვნახოთ, ვისი დაბრუნება აჯობებს. ჩემს ოლიმპიურ მოთმინებას გისურვებ, გამოგადგებათ ჯგუფს. რაში ვხარჯავ ჩემს მოთმინებას და რესურს. ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პასუხს აგებს. მთელი ჯგუფი, თქვენი ოპერატორიან, დამდგმელ-დირექტორიანად, ერთად.

პოდკასტში კითხეთ, დიდი თხოვნაა, რატომ არ უჩივლა იმას, ვინც თურმე, აბრალებს თავდასხმას, აშანტაჟებს და ცილს სწამებდა. დაკითხვაზე რატომ ჩაიგდო ხმა? რატომ თქვა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ვერ მისცემს ჩვენებას? პოდკასტში გადმოგდებული აქვს ენა. კლოუნი, ცირკი დამთავრდება მალე. სამართალი აუცილებლად აღდგება.

არავის არ შერჩება ჩემზე თითის დაკარება, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევა და ის ცილისწამება, რაც დღემდე ჩემი ოჯახი წევრების მიმართ ხორციელდება. არსებობს ექსპერტიზა, არსებობს ფაქტები, არსებობს უფალი და ვარსებობ მე, ვისაც ვერაფერი შეაშინებს!

სიმტკიცე არაფერია, როცა იცი, რომ მართალი ხარ, უბრალოდ მიდიხარ სასამართლოში და კლოუნადის გარეშე ამტკიცებ შენს სიმართლეს. 2 პოდკასტი ცოტაა, კიდევ 10 პოდკასტში მიდი და დაარწმუნე ხალხი შენს სიმართლეში, ისინი ვისაც სიბინძურის სჯერა. მე სასამართლოში გნახავ და გაჩვენებ მორიელს როგორ სრესენ მაღალი ქუსლით.

პოტენციური მკვლელის ადგილი ციხეშია. 4-დან 8 წლამდე გელოდება და კი გიყვარს რვა რიცხვი. ამოვიდა ყელში. ჩემი სიჩუმე ჩემი სისუსტე გგონიათ. ამიერიდან მიიღებ ყველაფერს, რაც დაიმსახურე”, – წერს ლიკა შენგელია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი